ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენს ყველა მუსლიმ თანამოქალაქეს გულითადად გილოცავთ სულიერი განწმენდის, მიტევებისა და სიკეთის თვის, რამადანის დადგომას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მუსლიმ თანამოქალაქეებს რამადანის დადგომას ულოცავს.

სოციალურ ქსელ “ფეისბუქის” გვერდზე გამოქვეყნებულ მილოცვაში, მთავრობის მეთაური მუსლიმ თანამოქალაქეებს რამადანის თვის რწმენითა და სიმშვიდით დასრულებას, ჯანმრთელობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს.

“ჩვენს ყველა მუსლიმ თანამოქალაქეს გულითადად გილოცავთ სულიერი განწმენდის, მიტევებისა და სიკეთის თვის, რამადანის დადგომას.

რამადანის თვის რწმენითა და სიმშვიდით დასრულებას, ჯანმრთელობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს”, - აღნიშნულია პრემიერის მილოცვაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო