ალექსეი არესტოვიჩი ბელგოროდში ხანძარზე - იქნებ ვიღაცამ არასწორ ადგილას მოწია, ან იქნებ რუსი სამხედროები აწყობენ საბოტაჟს და არ სურთ უკრაინის ტერიტორიაზე შემოსვლა

იქნებ ვიღაცამ მოწია არასწორ ადგილას, იქნებ რუსი სამხედროები უწყობენ საბოტაჟს ბრძანების შესრულებას და არ სურთ უკრაინის ტერიტორიაზე შემოსვლა, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი რუსეთის ქალაქ ბელგოროდში საწვავის საცავში გაჩენილ ხანძარს.

არესტოვიჩის განმარტებით, უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ყველა თავდაცვით ხერხს იყენებს ქვეყნის ტერიტორიის დასაცავად, თუმცა ის, რაც ხდება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მხოლოდ რუსეთის ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

„ძვირფასო მეგობრებო, ძალიან ბევრი საუბარია იმაზე, რომ ბელგოროდში რაღაც ფეთქდება, იწვის, რაღაც პანიკა აქვთ და ა.შ. რა მინდა გითხრათ ბელგოროდთან დაკავშირებით, უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ყველა ხერხსა და მეთოდს იყენებს, რათა უზრუნველყოს უკრაინის, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, ხელშეუხებლობისა და მშვიდობის დაცვა. ჩვენ თავდაცვით საბრძოლო მოქმედებებს ვაწარმოებთ ჩვენს ტერიტორიაზე და იმაზე, რაც ხდება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, პასუხისმგებლობა რუსეთის ხელისუფლებას ეკისრება. როგორც ჩანს, ისინი უნდა გაერკვნენ, რა ხდება ბელგოროდში. იქნებ ვიღაცამ მოწია არასწორ ადგილას, იქნებ რუსი სამხედროები უწყობენ საბოტაჟს ბრძანების შესრულებას და არ სურთ უკრაინის ტერიტორიაზე შემოსვლა. ყოველ შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მომხდარზე, ეკისრება რუსეთის ხელისუფლებას, მათკენ მიმართეთ ყველა კითხვა“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს