ომის დაწყების დღიდან დღემდე კიევში 154 მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლია დაზიანებული

კიევში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების დღიდან დღემდე 154 მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლია დაზიანებული.

ამის შესახებ ინფორმაციას კიევის საქალაქო ადმინისტრაცია „ტელეგრამის“ გვერდზე ავრცელებს.

„კიევში მტრის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დღიდან დაზიანებულია 154 საცხოვრებელი სახლი, 20 კერძო სახლი, 27 საბავშვო ბაღი და 44 სკოლა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კიევის საქალაქო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დედაქალაქში მუშაობს ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ქალაქის ინფრასტრუქტურისთვის, საცხოვრებელი სახლებისა და კერძო სახლებისთვის მიყენებულ ზარალს აფასებენ. ექსპერტთა ჯგუფი დაკომპლექტებულია მშენებლებისგან, ინსტიტუტების წარმომადგენლებისა და ეკონომისტებისგან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა