ქუთაისის ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში საერთაშორისოდ აღიარებული კვლევის მეთოდები დაინერგა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი ქუთაისის ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში იმყოფებოდნენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრაზე მიმდინარე აქტუალური საკითხები განიხილეს და დიაგნოსტიკის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

უწყების ცნობით, მინისტრის მოადგილე ქუთაისის ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში არსებულ და ახლად დანერგილ კვლევის მეთოდებს გაეცნო.

„სოლომონ პავლიაშვილმა მადლობა გადაუხადა ლაბორატორიის სპეციალისტებს კორონა ვირუსის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის პირობებში შეუფერხებელი მუშაობისთვის და პანდემიის მართვაში სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორმა, ირაკლი გულედანმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ლაბორატორიის ქსელში გეგმურად მიმდინარეობს ახალი კვლევის მეთოდების დანერგვა, კვლევის მეთოდების ნუსხის გაფართოება კი, რეგიონის მოთხოვნიდან გამომდინარე ხდება; ადგილობრივ მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ ადგილზე მიიღონ საერთაშორისოდ აღიარებული კვლევებით მომსახურება.

ქუთაისის ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრას ქუთაისის ლაბორატორიის უფროსი გოჩა დუდუჩავა და ლაბორატორიის სპეციალისტები ესწრებოდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა