კახა ლაბუჩიძის ინიციატივით, საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, კახა ლაბუჩიძის ინიციატივით, ბავშვთა წიგნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომისიის თავმჯდომარემ, საკრებულოს წევრ ნინო რუხაძესთან ერთად, საბავშვო მხატვრული ლიტერატურა და სათამაშოები გადასცა სასტუმრო "ივერია ინნ"-ში მცხოვრებ უკრაინელ ბავშვებს.

„რომ არა საომარი ვითარება უკრაინაში, საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღეს სხვა მასშტაბის ღონისძიებად ვაქცევდით როგორც საქართველოში, ისე - უკრაინაში. სოლიდარულები ვართ უკრაინის მიმართ. სოლიდარობის ნიშნად მუნიციპალურ და საგანმანათლებლო სერვისებზე უფასო და გამარტივებული რეგისტრაცია დავაწესეთ. ისიც მნიშვნელოვანია, რომ ყველაზე რთულ დროს, ბავშვებს, წიგნის სიყვარულს ვასწავლით. რადგან სადაც წიგნის სიყვარულია, იქ ომი არ იწყება“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

საკრებულოს წევრის, ნინო რუხაძის განცხადებით, საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე, ყველაზე მნიშვნელოვან ადგილას აღინიშნა, სასტუმრო „ივერია ინნ“-ში, სადაც 180-მდე კომპაქტურად დასახლებული უკრაინული ოჯახი ცხოვრობს, საიდანაც 20 არასრულწლოვანია.

„დღევანდელი დღე სასტუმროში მცხოვრები უკრაინული ოჯახებისთვის მნიშვნელოვანია. ეს დღე მათ აძლევს იმის რწმენას, რომ სამყარო მაინც მშვენიერია, რომ სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე და რომ, ნათელი ყოველთვის ძლევს ბნელს“, - განაცხადა ნინო რუხაძემ.

საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიების სპონსორია ონლაინ-მაღაზია "BOOKSALE.GE"/ბუქსეილ.ჯი", რომელმაც უკრაინელი ბავშვებისთვის წიგნები ინდივიდუალურად, ასაკის გათვალისწინებით შეარჩია.

ყოველწლიური ღონისძიების დამფუძნებელია საყმაწვილო ლიტერატურის საერთაშორისო ორგანიზაცია (IBBY). საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე 1967 წლიდან აღინიშნება და ემთხვევა ცნობილი პოეტის და მეზღაპრის, ჰანს კრისტიან ანდერსენის დაბადების დღეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა