ისრაელში ტუროპერატორებს აჭარის შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარდათ

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ისრაელში ტურისტული და სარეკლამო კომპანიებისთვის პრეზენტაცია გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პრეზენტაციაზე უწყების ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ რეგიონის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებზე, სერვისებსა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. გარდა პრეზენტაციისა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საქმიანი შეხვედრები ჩაატარეს მედიაპლატფორმების, ტელევიზიების წარმომადგენლებთან და ბლოგერებთან, რომლებთან თანამშრომლობითაც აჭარის შესახებ რეპორტაჟების, ბლოგებისა და სტატიების მომზადება იგეგმება.

„პრეზენტაცია და შეხვედრები ისრაელის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის „IMTM 2022” ფარგლებში განხორციელდა, რომელშიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა. ისრაელი აჭარისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია, საიდანაც რეგიონში რეგულარული ფრენებისა და ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა