რუსეთის შეიარაღებული ძალები - რუსეთმა უკრაინის მთავარ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა

რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის მთავარ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„უკრაინის ცენტრალურ ქალაქ კრემენჩუკში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მაღალი სიზუსტის შორ მანძილზე მსროლელი საჰაერო და საზღვაო იარაღით დაესხნენ თავს“, - განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

როგორც კონაშენკოვმა განაცხადა, რუსეთის სამხედროებმა გაანადგურეს საცავი, სადაც ბენზინი და დიზელის საწვავი ინახებოდა, რომლებიც უკრაინულ ჯარებს ამარაგებდნენ ქვეყნის აღმოსავლეთ და ცენტრალურ რეგიონებში.

მისი თქმით, რუსეთმა ასევე მიაყენა დარტყმა სამხედრო აეროდრომებს პოლტავასა და დნიპროში.

უკრაინის პოლტავას რეგიონის გუბერნატორი დმიტრო ლუნინი, სადაც ქარხანა მდებარეობს, აცხადებს, რომ სამმა რუსულმა თვითმფრინავმა საჰაერო იერიში ადგილობრივი დროით დილის 6 საათზე განახორციელა. მისი თქმით, უცნობია დაშავდა თუ არა თავდასხმის შედეგად ვინმე, მაგრამ სასწრაფო დახმარების სამსახურები ხანძრის ჩაქრობაზე მუშაობენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა