უკრაინელი ფოტოჟურნალისტი და დოკუმენტალისტი მაკს ლევინი, რომელსაც 13 მარტის შემდეგ ეძებდნენ, მოკლული იპოვეს

პირველადი ინფორმაციით, ცნობილი უკრაინელი ფოტოჟურნალისტი და დოკუმენტალისტი მაკს ლევინი ოკუპანტებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ გასროლით მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

ფოტოჟურნალისტის ცხედარი ვიშგოროდის რაიონის სოფელ გუტა მეჟიგორსკაიაში იპოვეს.

წინასწარი ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედროებმა უიარაღო მაქსიმ ლევინი ცეცხლსასროლი იარაღიდან ორი გასროლით მოკლეს", - განაცხადა პროკურატურამ.

მათივე ინფორმაციით, მიღებულია ყველა ზომა დანაშაულის ყველა გარემოების დასადგენად.

ცნობისთვის, უკრაინელი ფოტოჟურნალისტი დაკარგულად ითვლებოდა. ლევინის მეგობარმა მარკიან ლისეიკომ Ukrinform-ის ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ლევინი ფრონტზე იმყოფებოდა კიევის მახლობლად, მაგრამ 13 მარტის შემდეგ მასთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა