ცესკო-ს ინფორმაციით, 17:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის 25,08% მივიდა

ცესკო-ს ინფორმაციით, შუალედურ არჩევნებზე, 17:00 საათის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე 40 287 ამომრჩეველი მივიდა (25,08%).

ცესკოს სპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, ბათუმში საარჩევნო უბნებზე 8 395 ამომრჩეველი მივიდა (40.7%); ხოლო რუსთავსა და გარდაბანში - 31 892 (22.8%).

„წარმოგიდგენთ ინფორმაციას ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ, 17:00 საათის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე 40 287 ამომრჩეველი მივიდა (25,08%). ბათუმში საარჩევნო უბნებზე მივიდა 8 395 ამომრჩეველი (40.7%); ხოლო რუსთავსა და გარდაბანში - 31 892 (22.8%). უბნების დახურვამდე დარჩენილია სულ რაღაც ორი საათი; ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩევლებს იაქტიურონ.

ხმის დათვლის პროცედურები დღეს 20:00 საათზე, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, ისინი შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს და მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge. ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება ონლაინ დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ცესკოში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით. ტრანსლაცია 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს Facebook-ზე, Youtube-სა და საიტზე მოხდება. აქვე შეგახსენებთ, რომ საკმაოდ მაღალია არჩევნებზე დამკვირვებელთა რაოდენობა- რეგისტრირებულია საარჩევნო სუბიექტების 278 წარმომადგენელი, 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 1590 დამკვირვებელი და 4 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 საერთაშორისო დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს აშუქებს 16 მედიაორგანიზაციის 679 წარმომადგენელი“, - განაცხადა იოსელიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა