ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე - რუსებმა ბალაკლეას  ჰოსპიტალს ცეცხლი გაუხსნეს - პაციენტებს და მედპერსონალს სასწრაფო ევაკუაცია სჭირდებათ

რუსებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ ბალაკლეას რაიონულ ჰოსპიტალს ცეცხლი გაუხსნეს. აღნიშნულ ინფორმაციას „უკრინფორმი“ ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ქალაქ ბალაკლეაში, რომელიც ოკუპანტებმა დაიკავეს, დაახლოებით 70 ექიმისა და პაციენტის ევაკუაცია არის საჭირო.

"რუსი ოკუპანტები ბალაკლეას რაიონულ საავადმყოფოში შევიდნენ. შენობა ნაწილობრივ დაზიანებულია. პაციენტებს და მედპერსონალს სასწრაფო ევაკუაცია სჭირდებათ - საავადმყოფოში დაახლოებით 70 პაციენტი და სამედიცინო პერსონალია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ გადავარჩინოთ ეს ხალხი", - განაცხადა ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ოლეგ სინეგუბოვმა.

მანვე აღნიშნა, რომ აღნიშნული ქმედება რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილი კიდევ ერთი სამხედრო დანაშაულია ხარკოვის რეგიონში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

„რუსეთის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა არის მცდელობა დაადანაშაულონ უკრაინის შეიარაღებული ძალები მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმაში, რაც არის რუსული პროპაგანდის მორიგი ცინიკური ტყუილი და სამხედრო პროვოკაცია“, - განაცხადა სინეგუბოვმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო