ლიეტუვამ რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტზე უარი განაცხადა

ლიეტუვამ რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტზე უარი განაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას ლიეტუვის ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს.

„ევროპაში რუსეთის ენერგეტიკული შანტაჟისა და უკრაინის ომის საპასუხოდ, ლიეტუვა მთლიანად უარს ამბობს რუსულ გაზზე: ამ თვის დასაწყისიდან ლიეტუვის გაზის ტრანსპორტირების სისტემა რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის გარეშე მუშაობს“, - ნათქვამია ლიეტუვის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში.

„ეს არის გრძელვადიანი, თანმიმდევრული ენერგეტიკული პოლიტიკისა და დროული ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებების შედეგი“, - განაცხადა ლიეტუვის ენერგეტიკის მინისტრმა, დაინიუს კრეივისმა.

ამავე საკითხს ეხმაურება ლიეტუვას პრეზიდენტი.

„ამ თვიდან ლიეტუვაში რუსული გაზი აღარ იქნება. წლების წინ ჩემმა ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილებები, რომლებიც დღეს გვაძლევს საშუალებას, რომ აგრესორთან არსებული ენერგეტიკული კავშირები უმტკივნეულოდ გავწყვიტოთ. თუ ამის გაკეთება ჩვენ შევძელით, დანარჩენ ევროპასაც შეუძლია!“ - წერს „ტვიტერში“ ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა.

ცნობისთვის, ლიეტუვა გახდა ევროკავშირის წევრი პირველი ქვეყანა, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.

გრიგორი კუკურუზა - ომით მიყენებული ზარალი დაახლოებით 1,1-1,2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს - უკრაინას იმედი აქვს, რომ ქვეყნის აღსადგენად სახსრებს აგრესორი რუსეთისგან მიიღებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.11.2022
რამაზ საყვარელიძე - ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მოცემა მსოფლიოს ახალ პოლიტიკურ  სქემებზეა  დამოკიდებული და არა ჩვენი ოპოზიციის მიერ ევროპისთვის  შეშველებულ  12 პუნქტზე
რეალური შავი პარასკევი „ჰუალინგ პლაზაში“ – გაიგეთ შეთავაზების დეტალები
„სმარტ კაპიტალმა“ ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის სტიპენდიატები დააჯილდოვა
პეტროკას ენერჯი ჯგუფი და სანპეტროლიუმ ჯორჯია განცხადებას ავრცელებენ
„ბიბლუსში“ Black Friday დაიწყო - 50%-იანი ფასდაკლება მხოლოდ ვებგვერდზე შოპინგისას
500-მდე პარტნიორი კომპანია და 100%-იანი ზრდის პერსპექტივა - „არომაკო“ 2-წლიან საქმიანობას აჯამებს
11 000 ლარამდე ფასდაკლება „ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ პრემიუმ კლასის სასტუმროს ნომრებზე 30 ნოემბერს სრულდება
ბაზისბანკის მხარდაჭერით ქუთაისში Hill Hotel Kutaisi გაიხსნა
„მრავალი ხმა, ერთი სამშობლო“ – კამპანია, რომელიც განსხვავებულ ადამიანებს აერთიანებს