ლუგანსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს

ლუგანსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ოლქის მცხოვრებლებს რაც შეიძლება სწრაფი ევაკუაციისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, საევაკუაციო ავტობუსები ყოველ დილით იცდიან, თუმცა უცნობია რამდენ ხანს შეძლებენ ლოდინს.

„უამრავი ბავშვია თავშესაფრებში ბომბებისგან დასაცავად. რატომ? გთხოვთ, შეგნებულად მიხვიდეთ, გადაჭარბების გარეშე, ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებამდე. პასუხი მხოლოდ ერთი უნდა იყოს - გამგზავრება“, - განაცხადა გაიდაიმ.

მისი თქმით, მოქალაქეებს ლუგანსკში დაბრუნების შესაძლებლობა მალე მიეცემათ.

„უკრაინის შეიარაღებული ძალები იზრუნებენ ჩვენს ლუგანსკის ოლქზე. ძალიან მალე დავწერ - დაბრუნდი და დარწმუნებული ვარ, ყველა თქვენგანი იგივეს გააკეთებთ“, - თქვა გაიდაიმ.

მედიის ინფორმაციით, 2 აპრილს ლუგანსკის ოლქიდან 2 700-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო