დმიტრო კულება - ევროკავშირი ამზადებს სანქციების მეხუთე პაკეტს იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობას აძლევს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრი კულებას განცხადებით, ევროკავშირი ამზადებს სანქციების მეხუთე პაკეტს რუსეთის წინააღმდეგ, რაც ხელს შეუწყობს ხარვეზების აღმოფხვრას, რომლებიც შეზღუდვების გვერდის ავლის შესაძლებლობას იძლევა.

„მხოლოდ სანქციების მეხუთე პაკეტში, რომელსაც მალე მიიღებენ, ბლოკი დახურავს გასული თვის განმავლობაში აღმოჩენილ ხარვეზებს, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მიერ სანქციების გვერდის ავლის საშუალებას იძლევა“, - აღნიშნა კულებამ.

მისი თქმით, როგორც თავად, ასევე პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კომუნიკაციაშია არიან თავიანთ კოლეგებთან იმ ქვეყნებიდან, რომლებიც რუსეთმა, შესაძლოა სანქციების გვერდის ასავლელად გამოიყენის.

მისი თქმით, ასეთ ქვეყნებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ ბრიტანელი და ამერიკელი პარტნიორებიც.

„დეტალებს ვერ გავამხელ, მაგრამ ვიტყვი, რომ ჩვენ პოლიტიკურ დონეზე ბევრი ასეთი გზა დავკეტეთ“, - აღნიშნა კულებამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს