რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - მზად ვართ, ხელი შევუწყოთ  მარიუპოლიდან უცხო ქვეყნების მოქალაქეების ევაკუაციას

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიმართ თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თხოვნის საფუძველზე, რუსეთი ხელს შეუწყობს უცხო ქვეყნების მოქალაქეების ევაკუაციას, რომლებიც მარიუპოლში ნაციონალისტებს მძევლად ჰყავთ აყვანილი, - ამის შესახებ რუსეთის ეროვნული თავდაცვის კონტროლის ცენტრის უფროსმა, გენერალ-პოლკოვნიკმა მიხაილ მიზინცევმა განაცხადა.

„რუსეთის პრეზიდენტის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის თხოვნის შესაბამისად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, მარიუპოლის გარკვეულ რაიონებში ნაციონალისტური ბატალიონების მებრძოლების მიერ მძევლად აყვანილი უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაციაში სრული დახმარების გაწევის შესახებ“, - აღნიშნა მიზინცევმა.

გენერალ პოლკოვნიკის მტკიცებით, რუსეთი კოორდინირებულ ძალისხმევას ახორციელებს უკრაინის სახიფათო რეგიონებიდან მშვიდობიანი მოსახლეობისა და უცხოელების ევაკუაციისთვის.

„ამ მიზნით ჩვენ განუწყვეტლივ ვთანამშრომლობთ გაეროსთან, ეუთოსთან, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან“, - აღნიშნა მან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა