გეოლოგიის დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებისთვის ვებინარი - „პროფესია გეოლოგი“ ჩატარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გამართულ ვებინარზე, საქართველოში გეოლოგიის დარგის განვითარების ისტორიისა და დღეს არსებული ვითარების შესახებ, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მოხსენება გააკეთეს.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ცნობით, ახალგაზრდებმა სტიქიური გეოლოგიური მოვლენების, მათთან დაკავშირებული საფრთხეების შეფასებისა და პრევენციის, გეოლოგიური მიმართულებით საქართველოში მიმდინარე კვლევების, მათ შორის, მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგის შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

უწყების ინფორმაციით, საქართველოში, პირველი კვალიფიციური გეოლოგიური სამუშაოების დაწყება 1841 წლით თარიღდება, ხოლო პირველი ნაშრომები 1843 წელს გამოქვეყნდა. საქართველოში სისტემური გეოლოგიური კვლევები სწორედ 1841 წლიდან იღებს სათავეს, რომელიც დღემდე გრძელდება.

„გეოლოგიის დარგის განვითარების მიმართულებით სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. 2014-2021 წლებში, აღმოსავლეთ საქართველოს სახელმწიფო გეოლოგიური რუკების კომპლექტი (მასშტაბი: 1:200 000) შესაბამისი ანგარიშებით გამოიცა. 2019 წელს დასავლეთ საქართველოს რეგიონული გეოლოგიური განყოფილება შეიქმნა.

2019 წლიდან, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტი აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო პროექტში - „კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში (GCF/UNDP/SDC)“, რომლის ფარგლებში, გეოლოგიური საფრთხეების ზონირების რუკების მომზადება საქართველოს ძირითადი 11 მდინარის აუზისთვის დაგეგმილია.

საქართველოში გეოლოგიის დღე ყოველწლიურად 1965 წლიდან, აპრილის თვის პირველ კვირა დღეს აღინიშნება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს