ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ბათუმის, რუსთავისა და გარდაბნის შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს პარლამენტისა და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.

მისი თქმით, ბათუმში დათვლილია ყველა, 14-ვე საარჩევნო უბნის მონაცემები:

№5 მათე ფუტკარაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” - 3 244 ხმა - 30.98%;

№41 რამაზ ჯინჭარაძე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - 7 225 ხმა - 69.01%;

რუსთავსა და გარდაბანში დათვლილია ყველა, 121-ვე საარჩევნო უბნის მონაცემები:

№34 მამუკა ტუსკაძე „მამუკა ტუსკაძე - სოციალური სამართლიანობისათვის“ – 2 634 ხმა- 6.95%;

№41 ირაკლი შატაკიშვილი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - 34 333 ხმა, 90.61%;

№59 კამალ მურადხანოვი „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ - 923 ხმა, 2.43%.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა