დიმიტრი პესკოვი ვლადიმერ პუტინისთვის დაწესებულ სანქციებზე - ეს არის საღი აზრიდან გადახვევა

ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ვიოლოდიმირ ზელენსკისთან შესაძლებელია მხოლოდ რუსეთსა და უკრაინას შორის კონკრეტული წერილობითი დოკუმენტის შემუშავების შედეგად. „ტასის“ ინფორმაციით, ამის შესახებ პუტინის პრეს მდივანმა დიმიტრი პესკოვმა რუსულ სახელმწიფო ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებების შემდეგ, დოკუმენტის ხელმოწერა გახდება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ვითარების ნორმალიზებისთვის.

„ვიმედოვნებ, რომ იმ დაძაბული ძალისხმევის შედეგად, რომლებიც მიიღება რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებების კუთხით, ჩვენც გამოვალთ რაღაც დოკუმენტზე ხელის მოსაწერად და ეს გახდება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ვითარების ნორმალიზების გზაზე“, - განაცხადა პესკოვმა.

მანვე ვლადიმერ პუტინისთვის დაწესებულ სანქციებზე გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა ამ სანქციების დაწესებით საღი აზროვნებიდან გადაუხვიეს.

მისი თქმით, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, ვერ წარმოიდგენდა რუსეთსა და ევროპას შორის ასეთ ვითარებას, როგორიც ახლა შეიქმნა. მისივე თქმით, ასევე, ვერავინ წარმოიდგენდა სახელმწიფოს მეთაურთა წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.

„ასეთი რამ არ არსებობს. ეს არის საღი აზრიდან გადახვევა. მას შემდეგ, რაც ჩვენ პრეზიდენტს სანქციები დაუწესეს, როგორც ჩანს, უკვე გამოდის, რომ ისინი ნებისმიერი სისულელისთვის მზად არიან“, - განაცხადა პესკოვმა.

მისივე თქმით, ახლა რუსეთზე ისტორიაში ყველაზე დიდი სასანქციო ზეწოლაა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს