ლუდმილა დენისოვა - რუსი ოკუპანტები უკრაინაში ყოველ 6 საათში 1 ბავშვს კლავენ

ყოველ 6 საათში რუსი ოკუპანტები უკრაინაში 1 ბავშვს კლავენ, ყოველ სამ საათში ერთხელ კი ერთი პატარა უკრაინელის ტრავმირებას ახდენენ, - ამის შესახებ უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა ლუდმილა დენისოვამ განაცხადა.

დენისოვას თქმით, დამპყრობლების უკრაინაში შეჭრისა და მიზანმიმართული დაბომბვის შედეგად დაზიანდა 869 სასწავლო დაწესებულება, მათგან 83 მთლიანად განადგურდა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების ასეთი ქმედებები არღვევს ბავშვთა ფუნდამენტურ უფლებებს - სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებას, რომელიც გარანტირებულია მსოფლიოში ყველა ბავშვისთვის გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციით.

„მივმართავ გაეროს კომისიას გამოიძიოს ადამიანის უფლებების დარღვევა უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრისას და ეუთოს მონაწილე სახელმწიფოების მიერ მოსკოვის მექანიზმის შესაბამისად დაარსებულ ექსპერტთა მისიას, მოწოდებით, გაითვალისწინოს ომის დანაშაულებისა და რუსეთისს მიერ უკრაინაში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ეს ფაქტები“, - აღნიშნა დენისოვამ.

უკრიანული მხარის მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყებიდან რუსი სამხედროების თავდასხმებს 158 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 250 ბავშვზე მეტი კი დაშავდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა