რუსეთის პრეზიდენტის პრეს სპიკერი დიმიტრი პესკოვი დარწმუნებულია, რომ რუბლებში გაზზე გადახდის სისტემა მომავალში სხვა რუსულ საექსპორტო საქონელზეც გავრცელდება. ამის შესახებ მან სახელმწიფო ტელეარხ „რასია 1“-ის ეთერში განაცხადა.
რუსული გაზის რუსულ რუბლში გადახდაზე საუბრისას მანვე აღნიშნა, რომ მყიდველები როგორც იხდიდნენ, ისევე გადაიხდიან ევროში იმ ერთეულებში, რომლებიც ხელშეკრულებებშია მითითებული.
„თუმცა, ამასთან, საბოლოო გადახდა გამყიდველს, „გაზპრომს“ სწორედ რუბლებში მიეწოდება, ევროებით რუსული რუბლის შეძენის გზით“ , - განაცხადა პესკოვმა.
პესკოვმა ამას რუბლებში ანგარიშსწორების სისტემის პროტოტიპი უწოდა და აღნიშნა, რომ ეჭვი არ ეპარება, მომავალში ის გავრცელდება საქონლის ახალ ჯგუფებზე და „სულ უფრო და უფრო დიდ ადგილს დაიკავებს ჩვენ საგარეო-სავაჭრო ურთიერთობებში“.
პესკოვი ეთანხმება იმას, რომ რუსული გაზის რუბლებით გადახდა მოწოდებულია რუსეთის ვაჭრობის უსაფრთხოებისკენ „და არა ვინმესთვის ცხვირში მისარტყამად“.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"