რუსეთის პატრიარქი კირილი - ჩვენ მრავალტანჯული მშვიდობისმოყვარე ერი ვართ, არ გვაქვს მისწრაფება ომისადმი ან იმისკენ, რომ ვინმეს ზიანი მივაყენოთ

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი რუს სამხედრო მოსამსახურეებს მოუწოდებს, უერთგულონ სამხედრო ფიცს ბოლომდე და გაითავისონ „არსებული მოვლენების ისტორიული მნიშვნელობა“, ხალხი კი - მიხვდეს, რომ განსაკუთრებული დრო დადგა, რომელზეც დამოკიდებული იქნება მისი ბედი.

ამის შესახებ რუსეთის პატრიარქმა რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარ ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

„მსოფლიოს ქვეყანათა უმეტესობა ერთი ძალის კოლოსალური გავლენის ქვეშ მოექცა, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, ჩვენი ხალხის მოწინააღმდეგე ძალა გახდა და ჩვენ ძალიან ძლიერები უნდა ვიყოთ. როდესაც ვამბობ „ჩვენ“, მხედველობაში მაქვს შეიარაღებული ძალებიც, პირველ რიგში და არა მხოლოდ. მთელმა ჩვენმა ხალხმა უნდა გაიღვიძოს, მიხვდეს, რომ განსაკუთრებული დრო დადგა, რომელზეც შეიძლება დამოკიდებული იყოს ჩვენი ხალხის ისტორიული ბედიღბალი. სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ, რათა შევხვედროდი, პირველ რიგში, ჩვენი შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს, მიმემართა მათთვის, მათი მეშვეობით, ჩვენი არმიისა და ფლოტისთვის, სამშობლოს ყველა დამცველისთვის - რათა გააცნობიერონ ისტორიული მნიშვნელობა იმ მომენტისა, რომელიც ახლა ხდება“ , - აღნიშნა პატრიარქმა კირილმა.

მისი თქმით, რუსეთი მშვიდობისმოყვარე ქვეყანაა, მისი ხალხი კი - „მრავალტანჯული მშვიდობისმოყვარე ერი“, რომელიც ომის შედეგად დაზარალდა.

რუსეთის ეკლესიის მეთაური დარწმუნებულია, რომ რუსებს "არავითარი მისწრაფება არ აქვთ ომისადმი ან იმისკენ, რომ ვინმეს ზიანი მიაყენონ".

„არამედ ჩვენ ისე აღვიზარდეთ მთელი ჩვენი ისტორიით, რომ გვიყვარს საკუთარი ქვეყანა და მზად ვიქნებით მის დასაცავად ისე, როგორც ეს რუსებს შეუძლიათ. სწორედ ჩვენ გადავტეხეთ ხერხემალში ნაციზმი, რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებდა მსოფლიოში, რომ არა ჩვენი ხალხის გმირობა“ , - აღნიშნა პატრიარქმა კირილმა.

მისი თქმით, განიცდის იმ ადამიანების გამო, რომლებიც ცხოვრებენ საომარი შეტაკებების ადგილებში.

ის გამოვიდა მოწოდებით, ყველაფერი გაკეთდეს, რომ შეწყდეს სისხლისღვრა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა