"ევროპის უნივერსიტეტში" აბიტურიენტებისთვის მედიცინის ვორქშოფები გრძელდება

"ევროპის უნივერსიტეტში" აბიტურიენტებისთვის მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით, მედიკოსისა და სტომატოლოგიის პრაქტიკული ვორქშოფები გრძელდება. ინფორმაციას ამის შესახებ "ევროპის უნივერსიტეტი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღეს მორიგი ვორქშოფები, თემებზე: "ინექციები", "მამოლოგია და პრევენციული ღონისძიებები ავადობის დასაძლევად" და "გულის არაპირდაპირი მასაჟი" გაიმართა, რომლებსაც მედიცინის დოქტორი, „ევროპის უნივერსიტეტის" სიმულაციური ცენტრის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი, „ავერსის" კლინიკის ოტორინოლარინგოლოგი შორენა წიკლაური, „ევროპის უნივერსიტეტის" მოწვეული ლექტორი, კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის ონკოქირურგი, მამოლოგი დიანა ნემსაძე და „ევროპის უნივერსიტეტის" სიმულაციური ცენტრის მოწვეული ლექტორი ზურაბ ძაგანია ხელმძღვანელობდნენ.

„დიანა ნემსაძემ პრაქტიკული საჩვენებელი ვორქშოფი ჩაატარა და დაინტერესებულებს ავადობის პრევენციის ღონისძიებების მეთოდოლოგია გააცნო.

პრაქტიკულ სამუშაოებში სკოლის მოსწავლეები საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონიდან მონაწილეობენ და ამ დროისთვის, თითოეულ ვორქშოფს 30-მდე აბიტურიენტი ესწრება.

აღსანიშნავია, რომ მედიცინის ვორქშოფები „ევროპის უნივერსიტეტში" რამდენიმე კვირის განმავლობაში (შაბათი-კვირა), სხვადასხვა მიმართულებებით მიმდინარეობს და მასზე დასწრება ნებისმიერ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეს წინასწარი რეგისტრაციის საშუალებით შეუძლია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო