პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაქვის ძალოსნობის ბაზა დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად ჩაქვის ძალოსნობის მშენებარე ბაზა დაათვალიერა.

მთავრობის მეთაურმა მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა და სამუშაო პროცესს გაეცნო.

მშენებლობის დასრულების შემდეგ სავარჯიშო ბაზა ახალი სივრცე იქნება სპორტსმენებისთვის და შეჯიბრებებისთვის მათ სრულფასოვან მომზადებას უზრუნველყოფს. ასევე, შესაძლებელი იქნება სხვადასხვა დონის შეჯიბრებების ჩატარება. სამსართულიანი შენობის 3 სართულის მშენებლობა უკვე დასრულებულია. იწყება გადახურვა, მიმდინარეობს ინტერიერისა და ფასადის მოწყობა. მთლიანი შენობის კარკასის მშენებლობა ოქტომბრის ბოლოს, ხოლო პროექტი სრულად 2022 წლის ბოლოს დასრულდება. ძალოსნობის ბაზის მშენებლობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ბიუჯეტიდან დაფინანსდა. პროექტის ღირებულება 4,5 მლნ ლარია.

პრემიერ-მინისტრთან ერთად ბაზის მშენებლობა დაათვალიერეს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზოიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა