Human Rights Watch-მა უკრაინაში რუსი სამხედროების მიერ ომის დანაშაულის ჩადენის ფაქტები დააფიქსირა

Human Rights Watch რუსული სამხედროების მხრიდან მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ომის დანაშაულის ჩადენის რამდენიმე შემთხვევა დააფიქსირა ჩერნიგოვის, ხარკოვისა და კიევის რეგიონების დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

ორგანიზაციის მიერ დაფიქსირებული ომის დანაშაული მოიცავს განმეორებით გაუპატიურებას, სიკვდილით დასჯის ორ შემთხვევას. ერთ შემთხვევაში მოკლული იქნა 6 მამაკაცი, მეორე შემთხვევაში -1. ასევე დაფიქსირდა სხვა სახის უკანონო ძალადობა და მოსახლეობის დაშინების ფაქტები 27 თებერვლიდან 14 მარტის პერიოდიში.

Human Rights Watch-ის ინფორმაციით რუსი სამხედროები ასევე ჩართულები იყვნენ ადგილობრივი მოსახლეობის ძარცვაში, რა დროსაც მათ მიჰქონდათ საკვები, ტანსაცმელი და შეშაც კი.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ქმედებებში მონაწილე ჯარისკაცებმა ომის დანაშაული ჩაიდინეს.

„საქმეები, რომლებიც ჩვენ დავაფიქსირეთ, წარმოადგენს აუწერელ, მიზანმიმართულ სისასტიკეს და ძალადობას უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ. გაუპატიურება, მკვლელობა და სხვა ძალადობრივი ქმედებები რუსული ძალების ტყვეობაში მყოფი ადამიანების წინააღმდეგ უნდა იქნას გამოძიებული, როგორც ომის დანაშაული“, - განაცხადა Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა ჰიუ უილიამსონმა.

Human Rights Watch-მა პირადად ან ტელეფონით გამოიკითხა 10 ადამიანი, მათ შორის მოწმეები, დაზარალებულები და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ადგილობრივი მცხოვრებლები. ზოგიერთმა ადამიანმა ითხოვა ვინაობის დასახელებისას მხოლოდ სახელის ან ფსევდონიმის გამოყენება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა