ენტონი ბლინკენი - ბუჩაში დაღუპული უკრაინელების სურათები გულში გირტყამს - სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინას რუსეთის ნებისმიერი სიმხეცის დოკუმენტირებაში დაეხმარება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინას ნებისმიერი სიმხეცის დოკუმენტირებაში დახმარებას გაუწევს, რომლებიც რუსმა სამხედროებმა უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩაიდინეს.

CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ მან ბუჩადან გავრცელებული ფოტომასალების შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

ბლინკენის თქმით, ბუჩაში დაღუპული უკრაინელების სურათები "გულში გირტყამს".

„აგრესიის შემდეგ, ჩვენ განვაცხადეთ, რომ რუსეთის ჯარმა ჩაიდინა სამხედრო დანაშაული და ვმუშაობთ იმაზე, რომ ამის დოკუმენტირება განვახორციელოთ, მივაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია შესაბამისი ინსტრუქციით და ამისთვის უნდა იყოს პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს