ანონსი 4 აპრილი

4 აპრილს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულების საქმეზე განაჩენი გამოცხადდება.
4 აპრილს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში გაეროს ექსპერტის, ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ თავმჯდომარის, გელა კვაშილავას პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევის გამო მომხდარი უბედური შემთხვევები. რა მდგომარეობაა ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების კუთხით. აპრილიდან მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ პირობებში ჩაბარების წესი ამოქმედდება.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57
საკონტაქტო: 593 53 45 24
4 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგი გაიმართება.
მის: ინგოროყვას 7
4 აპრილს, 12:00 საათზე, სახალხო დამცველი საზოგადოებას 2021 წლის „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის შესახებ“ საპარლამენტო ანგარიშს წარუდგენს.
მის: დავით აღმაშენებლის გამზ.80
4 აპრილს, 12:00 საათზე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშის და 2022 წლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართება.
შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, 0 სართული)
4 აპრილს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულების საქმეზე განაჩენი გამოცხადდება.
4 აპრილს, 13:00 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული)
4 აპრილს, 14:00 საათზე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სათათბირო ოთახი N532 (C კორპუსი, V სართული)
4 აპრილს, 14:00 საათზე, პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)
4 აპრილს, 14:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია გამართავს სამუშაო შეხვედრას გამართავს.
თემა: რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა საქართველოზე და სამოქალაქო სექტორის როლი ამ ვითარებაში.
მის: თავისუფლების მოედანი #4
4 აპრილს, 15:00 საათზე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ბრიფინგი გაიმართება.
მის: ასათიანის ქ.9ა
4 აპრილს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულების საქმეზე განაჩენი გამოცხადდება. პარალელურად, სასამართლოსთან ჟურნალისტების აქცია გაიმართება.
4 აპრილს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
ადგილი: დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

























