ჯასტინ ტრუდო - მკაცრად ვგმობთ უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას

მკაცრად ვგმობთ უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას, რუსეთის რეჟიმისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიმართ ერთგული ვრჩებით, - ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო „ტვიტერში“ წერს.

„გავაგრძელებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. პირები, რომლებიც ამ საშინელ და შემზარავ თავდასხმებზე არიან პასუხისმგებელი, დაისჯებიან,”-წერს ტრუდო.

შეგახსენებთ, უკრაინული მხარე კიევის მახლობლად, გათავისუფლებულ ქალაქებში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე და რუსი ოკუპანტების მხრიდან მშვიდობიანი მოსახლეობის სასტიკ მკვლელობებზე, გაუპატიურებაზე, ძალადობისა და სასტიკი მოპყრობაზე საუბრობს. მედიაში ვრცელდება კადრები და ფოტოები რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებული ქალაქ ბუჩადან, რომელზეც ქალაქში არსებული ვითარება და მოკლული ადამიანებია აღბეჭდილი. რუსეთი უარყოფს ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის თაობაზე ბრალდებებს და აცხადებს, რომ ფოტო-ვიდეო კადრები "კიევის რეჟიმის მორიგი სიყალბეა".

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა