ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შიდა ტურიზმის ხელშეწყობის და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ახალ პროექტს იწყებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შიდა ტურიზმის ხელშეწყობის და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ახალ პროექტს იწყებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აპრილის თვეში, ტრენინგის კურსი „ჰიგიენა და სურსათის უვნებლობა“ განხორციელდება.

მათივე ინფორმაციით, ტრენინგი ონლაინ ფორმატით ჩატარდება.

„ტრენინგის ძირითადი თემატიკები:

  • ინფრასტრუქტურის მოწყობა.
  • ჰიგიენის ნორმები.
  • რეცხვა-დეზინფექციის პროცედურა.
  • სურსათის უვნებლობა.
  • ალერგენების მართვა.
  • სამუშაო ინსტრუქციები.
  • საკანონმდებლო მოთხოვნები.

ტრენინგი, როგორც განთავსებისა და კვების ობიექტების წარმომადგენელთათვის, ასევე ტურიზმის სექტორში დასაქმების მსურველთათვის არის განკუთვნილი. ტრენინგი შემდეგ რეგიონებში განხორციელდება: ქ. თბილისი, იმერეთის კახეთის, სამეგრელოსა და შიდა ქართლის რეგიონებში.

დაინტერესების შემთხვევაში, რეგისტრაციისათვის მითითებული ელ-ფოსტის მისამართზე დაგვიკავშირდით: A.aroshidze@gnta.ge

ტელეფონის ნომერი: 599460099,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა