პოლონეთის სასაზღვრო დაცვის ინფორმაციით, რუსეთის შეჭრის შემდეგ დაახლოებით 2 481 000 ადამიანმა უკრაინა დატოვა და პოლონეთში გადავიდა, თუმცა ბოლო კვირებში საზღვრის გადაკვეთის რაოდენობა შემცირდა

პოლონეთის სასაზღვრო დაცვის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების დღიდან, დაახლოებით 2 481 000 ადამიანმა უკრაინა დატოვა და პოლონეთში გადავიდა, თუმცა ბოლო კვირებში, საზღვრის გადაკვეთის რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გუშინ, 22 300-მა ადამიანმა გადაკვეთა უკრაინა-პოლონეთის საზღვარი, რაც 2 აპრილთან შედარებით, 6%-ით ნაკლებია.

როგორც BBC-ი იუწყება, უკრაინიდან გაქცეულთა ნაწილმა პოლონეთი უკვე დატოვა. ვარშავის უნივერსიტეტის მიგრაციების კვლევის პროფესორი ვარაუდობს, რომ დაახლოებით, პოლონეთში 1,3-1,4 მილიონამდე უკრაინელი ლტოლვილი რჩება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა