ომბუდსმენის შეფასებით, კორონავირუსის პანდემიის მართვისა და ვაქცინაციის პროცესი უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა დააზიანა

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, კორონავირუსის პანდემიის მართვისა და ვაქცინაციის პროცესი საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა დააზიანა. ამის შესახებ ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიურ ანგარიშშია აღნიშნული.

დოკუმენტის თანახმად, ამ კონტექსტში დადებითად უნდა შეფასდეს პენიტენციურ სისტემაში სამაგალითოდ მაღალი ვაქცინაციის მაჩვენებელი, როგორც პატიმრებში, ასევე თანამშრომლებში.

„საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაცვლილ პაციენტთა დღიური რაოდენობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2021 წელს გამოვლინდა. პრობლემური იყო კოვიდ 19-ის პანდემიის მართვის მიდგომები, რამაც სახელმწიფოს მხრიდან ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვას რეალური საფრთხე შეუქმნა. კორონავირუსთან საბრძოლველად რეგულაციების შემოღებისა და მოხსნის შესახებ გადაწყვეტილებები უმეტესწილად მეცნიერული მტკიცებულებებისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის უგულებელყოფით მიიღებოდა. მათ შორის, უარყოფითად უნდა შეფასდეს საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული განცხადებები, რომლებმაც ცალსახად დააზიანეს როგორც ვაქცინაციის, ისე პანდემიის მართვის პროცესი. შედეგად, საქართველოში ძალიან დაბალია ვაქცინაციის მაჩვენებელი. კოვიდ 19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის მიზანი იყო 2021 წლის ბოლომდე 18 წელს ზემოთ მოსახლეობის 60%-ის აცრა. თუმცა, აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ არაეფექტიანი საინფორმაციო კამპანიის, დაგვიანებული ფინანსური, წამახალისებელი თუ სხვა ტიპის ღონისძიებების შედეგად, 2022 წლის იანვრის მდგომარეობით ეს მაჩვენებელი 47%-ს არ აღემატებოდა. ამ კონტექსტში დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ პენიტენციურ სისტემაში სამაგალითოდ მაღალია ვაქცინაციის მაჩვენებელი, როგორც პატიმრებში, ასევე თანამშრომლებში“, - ნათქვამია ანგარიშში.

წინამდებარე ანგარიშში გამოვლენილი უფლებადარღვევების აღმოსაფხვრელად სახალხო დამცველის აპარატმა სახელმწიფო უწყებებს 67 რეკომენდაცია/წინადადებით მიმართა.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, 2021 წლის განმავლობაში მომზადდა 20 სპეციალური ანგარიში, 17 კონსტიტუციური სარჩელი, 13 სასამართლოს მეგობრის მოსაზრება და 4 კომუნიკაცია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტისთვის. საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 3 საქმეში მესამე მხარედ ჩართვის თხოვნით მიმართა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო