ესპანეთის პრემიერი - პუტინის გაუმართლებელმა აგრესიამ, ომი ევროკავშირის კარიბჭესთან დააბრუნა - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ვინც სამხედრო დანაშაულები ჩაიდინა, დაუსჯელი არ დარჩეს

პუტინის გაუმართლებელმა აგრესიამ, ომი ევროკავშირის კარიბჭესთან დააბრუნა, - ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა უკრაინის ქალაქ ბუჩას მდგომარეობის შესახებ მადრიდში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას France-Presse-ი ავრცელებს.

სანჩესის თქმით, ბუჩაში მიმდინარე მოვლენები გენოციდის ნიშნებს შეიცავს. მისი თქმით, ის, ვინც კაცობრიობის წინაშე, ომის დანაშაულებებს სჩადის, სასამართლოების წინაშე უნდა წარსდგნენ.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ვინც ეს სამხედრო დანაშაულები ჩაიდინა, დაუსჯელი არ დარჩეს და შესაბამისად, სასამართლოების წინაშე წარსდგეს, რათა გავუმკლავდეთ, კაცობრიობის წინაშე ჩადენილ ამ ომის დანაშაულებს. რატომაც არ უნდა ითქვას ისიც, რომ ეს არის გენოციდი. პუტინის გაუმართლებელმა აგრესიამ, ომი ევროკავშირის კარიბჭესთან დააბრუნა“, - განაცხადა სანჩესმა.

ალექსეი მალაშენკო - არავინ იცის როგორ უნდა დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი, მათ შორის არც პუტინმა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.11.2022
ლევან შენგელია - მხოლოდ რუსეთის ფუნდამენტურმა დამარცხებამ უკრაინასთან და მთლიანად დასავლეთთან დაპირისპირებაში შეიძლება აგვაცილოს თავიდან ცუდი მომავალი
PSP განცხადებას ავრცელებს