„თიბისის“ მთავარი ეკონომისტი  ყოველკვირეულ განახლებას აქვეყნებს

საქართველოში იანვარ-თებერვლის ეკონომიკის ზრდის 16.3%-იანი მაჩვენებელი, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ იყო დაბალი საბაზო ეფექტის შედეგი, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე აქტივობის მაღალ დონეზე მიუთითებს, - ამის შესახებ „თიბისის“ მთავარი ეკონომისტის 4 აპრილის ყოველკვირეულ განახლებაშია აღნიშნული.

„თიბისის“ ცნობით, ეს მნიშვნელოვანია, რადგანა ომამდე არსებული საბაზო სცენარი, სხვა პროგნოზებთან შედარებით, „თიბისი“ კაპიტალის უფრო მეტად ოპტიმისტურ - 6%-იან ზრდაზე მაღალი იყო.

“რა შეიცვალა ერთ კვირაში? საქართველოში იანვარ-თებერვლის ეკონომიკის ზრდის 16.3%-იანი მაჩვენებელი, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ იყო დაბალი საბაზო ეფექტის შედეგი, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე აქტივობის მაღალ დონეზე მიუთითებს. ეს მნიშვნელოვანია, რადგანაც როგორც ჩანს, ომამდე არსებული საბაზო სცენარი, სხვა პროგნოზებთან შედარებით, „თიბისი“ კაპიტალის უფრო მეტად ოპტიმისტურ - 6%-იან ზრდაზე მაღალი იყო. მაშინ, როდესაც ჯერჯერობით განახლებულ სცენარებზე მუშაობა არ დასრულებულა, აღნიშნული და უახლესი ინდიკატორები, როგორიცაა ტურიზმისა და გზავნილების და ასევე სხვა მაჩვენებლების დინამიკა - მიუთითებს, რომ წლევანდელი მოლოდინი „თიბისი“ კაპიტალის ადრინდელ, 3.5-4.0%-იან დიაპაზონს მნიშვნელოვნად აღემატება.

უფრო მეტიც, საგარეო ბალანსის გაუარესების შესახებ გავრცელებული ლოგიკური აზრის საპირისპიროდ, ექსპორტისა და იმპორტის ფასების წინასწარი ანალიზით სავაჭრო ბალანსისა და დამატებით ტურიზმის აღდგენის შედეგად, არ არის გამორიცხული, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებას უნდა ველოდოთ. ასეთ შემთხვევაში, ომამდე არსებული დინამიკა, როდესაც წინა წლის IV კვარტალში საქონლით ვაჭრობის, წმინდა ტურიზმისა და გზავნილების ბალანსმა, სეზონური შესწორების გათვალისწინებით, პირველად პანდემიის დაწყების შემდეგ დადებით მაჩვენებელს მიაღწია, შესაძლოა გაუმჯობესდეს კიდეც. „თიბისის“ მთავარი ეკონომისტის 4 აპრილის ყოველკვირეულ განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა