დიდი ბრიტანეთი აპირებს, მოკავშირეებს მოუწოდოს, რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციები დააწესონ, რათა მათი „ომის მანქანა დააზიანონ“

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დიდი ბრიტანეთი აპირებს, მოკავშირეებს მოუწოდოს, რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციები დააწესონ, რათა მათი „ომის მანქანა დააზიანონ“, - ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი, დღეს, პოლონეთში საგარეო საქმეთა მინისტრებთან შესახვედრად გაემგზავრება და ამ ვიზიტს გამოიყენებს იმისთვის, რათა კვირის ბოლოს, ბრიუსელში ნატო-სა და „დიდი შვიდეულის“ მოლაპარაკებების წინ, უფრო მკაცრი ზომები მოითხოვოს.

„პუტინს ჯერ კიდევ არ სურს აჩვენოს, რომ დიპლომატიას სერიოზულად უყურებს. მოლაპარაკებებში უკრაინის მხარის გასაძლიერებლად, დიდი ბრიტანეთისა და მოკავშირეების მკაცრი მიდგომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ, რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად უფრო მეტს გავაკეთებთ“, - განაცხადა ტრასმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო