ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ერთ თვეში საზოგადოებრივ სამუშაოებზე 2 900-ზე მეტი სოციალურად დაუცველი ადამიანი დასაქმდა

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილს განცხადებით, ერთ თვეში საზოგადოებრივ სამუშაოებზე 2 900-ზე მეტი სოციალურად დაუცველი ადამიანი დასაქმდა.

მინისტრის თქმით, სოციალურად დაუცველი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა 1-ელი მარტიდან დაიწყო და 20 000 ვაკანსიაზე ინტერესი 17 000-მდე ადამიანმა გამოხატა. მათგან კონტრაქტი გაუფორმდა და საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმდა 2 900-ზე მეტი პირი.

"ძალიან გვიხარია ასეთი შედეგი. თან იმ პირობებში, როგორი დაძაბულობაც არის მსოფლიოში და ასევე, როცა არანაირი საკომუნიკაციო კამპანია არ გვქონია და ასე ვთქვათ, თვითდინებით მაინც მოგვმართავდნენ და ამ პროექტის მიმართ ინტერესს გამოხატავდნენ.

ამ ეტაპისთვის უკვე დასაქმებულია და სამუშაო რეჟიმში ჩართულია 2 900-ზე მეტი ადამიანი. ძირითადად, დასაქმებულები არიან სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, ქალაქებში, თუ სოფლებში საზოგადოებრივ სამუშაოებში, ისეთებზე, როგორიცაა მაგალითად, ბაღში დამხმარეები, საოფისე სამუშოები, ასევე, ტყეში სხვადასხვა ტიპის სამუშოები, ტყის მოვლა, შეწამვლა და სხვადასხვა ტიპის სამშენებლო სამუშაოები, ასევე, ინფრასტრუქტურის კუთხით," - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?