პოლონეთი, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი რუსეთისა და ბელარუსისთვის სრულ სატრანსპორტო იზოლაციას ამზადებენ

პოლონეთი, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი რუსეთისა და ბელარუსისთვის სრულ სატრანსპორტო იზოლაციას ამზადებენ. უფრო კონკრეტულად, პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნები უახლოეს პერიოდში დაიწყებენ პროცესს, რომლის შედეგადაც დახურავენ სახმელეთო გზებს რუსეთის მიმართულებით.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მუსტაფა ნაიემი „ტელეგრამის“ გვერდზე ავრცელებს.

„გასულ კვირას ჩვენ ოფიციალურად მივმართეთ ჩვენს კოლეგებს თხოვნით, შეაჩერონ ნებისმიერი საავტომობილო კავშირი რუსეთის ფედერაციასთან და ბელარუსის რესპუბლიკასთან. დიდ მადლობას ვუხდით პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის ტრანსპორტის მინისტრებს. რეაქცია დაუყოვნებლივი იყო. ველით საბოლოო შედეგს,“- განაცხადა ნაიემმა.

მისი თქმით, დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საზღვრები რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსთან სრულად ჩაკეტილი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ საავტომობილო კავშირი და გადაზიდვები შეუძლებელი გახდება.

ზაქარია ქიტიაშვილი - განათლების მიმართულებით მიღებული ყველა გადაწყვეტილება ზემოდან ქვემოთ მოდელით მიიღება, რაშიც არცერთი დაინტერესებული მხარე არ არის ჩართული
ქართული პრესის მიმოხილვა 29.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა
Bybit Card ქართულ ბაზარზე - კრიპტოვალუტით გადახდის ახალი შესაძლებლობა