ვიტალი კლიჩკო - რასაც ახლა ირპენსა და ბუჩაში ვხედავთ, ეს საშინელებათა სცენებია, სამწუხაროდ, ისინი ფილმებიდან არაა, ეს საშინელი რეალობაა

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ უკრაინის დედაქალაქის მახლობლად მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა საშინელებათა ფილმის სცენებს შეადარა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

კლიჩკოს თქმით, „აგრესორმა, ათასობით უკრაინელის მკვლელობისთვის, მძიმე ფასი უნდა გადაიხადოს“.

„რასაც ახლა ირპენსა და ბუჩაში ვხედავთ, ეს საშინელებათა სცენებია. სამწუხაროდ, ისინი ფილმებიდან არ არის. ეს არის საშინელი რეალობა, როდესაც მშვიდობიან მოქალაქეებს, ზურგზე შეკრული ხელებით ვხედავთ. არ მესმის არცერთი ადამიანის, ვისაც შეეძლო ამის გაკეთება. დარწმუნებული ვარ, იგივე სცენები მრავალია უკრაინის სხვა ქალაქებშიც. აგრესორმა, ათასობით უკრაინელის მკვლელობისთვის მძიმე ფასი უნდა გადაიხადოს. ჩვენ არ ვაპატიებთ იმას, რაც ჩვენს ქალაქებსა და მოსახლეობას გაუკეთეს“, - განაცხადა კლიჩკომ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა