სერგი კაპანაძე - ბრალდებები, რაც უკრაინის დაზვერვის მხრიდან გაჟღერდა და რაც შემდეგ გაიმეორეს პოლიტიკოსებმა, ძალიან მძიმეა, ფაქტობრივად, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო ამ კონფლიქტში რუსეთს ეხმარება

არასამთავრობო ორგანიზაცია "გრასის" დამფუძნებლის სერგი კაპანაძის შეფასებით, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს რუსები აყალიბებენ არხს საქართველოს გავლით, ყალბი საქონლის კონტრაბანდისთვის, ძალიან სერიოზული ბრალდებაა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ქვეყნის ინტერესებს დააზიანებს და სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობებს გააფუჭებს.

"ბრალდებები, რაც უკრაინის დაზვერვის მხრიდან გაჟღერდა და რაც შემდეგ გაიმეორეს უკრაინელმა პოლიტიკოსებმა, ძალიან მძიმეა, ფაქტობრივად, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო ამ კონფლიქტში რუსეთს ეხმარება, ეს ხარისხობრივად უფრო მძიმეა, ვიდრე პოლიტიკურად მიუღებელი განცხადება, რომ საქართველო სანქციებს არ უერთდება და რუსეთს არ ახსენებენ, ეს კოლაბორაციონისტული და ასევე ცუდი, გაუმართლებელია ჩემი გადმოსახედიდან და ეროვნული ინტერესებისთვის დამაზიანებელი, მაგრამ ამ შემთხვევაში, საქმე გვაქვს მძიმე ნაბიჯთან, დანაშაულთანაც კი ასე ვიტყოდი, რაც დარტყმას აყენებს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, რაც გაგვიფუჭებს ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობებს, არაფერს ვამბობ უკრაინაზე. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია უფრო მეტი დეტალი გახდეს ცნობილი. იმედი მაქვს, უკრაინული მხარე უფრო კონკრეტულად ისაუბრებს ამ ბრალდების შესახებ", - განაცხადა კაპანაძემ.

ცნობისათვის, უკრაინის თავადაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის. ამის შესახებ უკრაინული მედია უკრაინის თავადაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე აცხადებს.

„საერთაშორისო სანქციების შემოღების გამო, რუსეთის ფედერაციამ დაკარგა სამხედრო, ორმაგი დანიშნულების და სამოქალაქო საქონლის დიდი ასორტიმენტის მიწოდების შესაძლებლობა. სანქციების გვერდის ავლით, რუსეთის აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაავალა, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში“,- განაცხადეს უკრაინის თავადაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოში.

დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, ცნობილია რუსეთის ფედერაციისთვის სამხედრო დანიშნულების პროდუქტების მიწოდების კიდევ ერთი წყაროს შესახებ, მათი მტკიცებით, ეს აღმოსავლეთ აზიის არხია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა