ირაკლი ყანდაშვილი - მედიატორთა ასოციაციამ პირველად განახორციელა პროფესიის არსებობის მანძილზე დამოუკიდებლად მედიაციის/მედიატორის  ტრენერთა ტრენინგი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ პირველად განახორციელა პროფესიის არსებობის მანძილზე დამოუკიდებლად მედიაციის/მედიატორის ტრენერთა ტრენინგი (TOT) USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, რომელიც ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და წარმატებით დასრულდა, - ნათქვამია საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარის ირაკლი ყანდაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციის მიხედვით, ტრენინგი ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და წარმატებით დასრულდა.

„ტრენინგს უძღვებოდნენ გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში უცხოელი ექსპერტის მიერ გადამზადებული საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ტრენერები. ტრენერთა ტრენინგით დაინტერესებულ პირებს ტრენინგში მონაწილეობით შესაძლებლობა მიეცათ გაეღრმავებინათ ცოდნა და გამხდარიყვნენ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აკრედიტირებული ტრენერები.

“საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამის დებულების მე-3 მუხლის შესაბამისად განხორციელდება ტრენინგში მონაწილე პირთა ჩარიცხვა ასოციაციის ტრენერთა ერთიან რეესტრში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო