პოლიციამ ესპანეთში იახტა დააკავა, რომელიც სავარაუდოდ, ვლადიმერ პუტინთან მჭიდრო კავშირში მყოფ ოლიგარქს ეკუთვნის

პოლიციამ ესპანეთში იახტა დააკავა, რომელიც სავარაუდოდ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მჭიდრო კავშირში მყოფ ოლიგარქს ეკუთვნის, - ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აშშ-ის ფედერალურმა აგენტებმა და ესპანეთის სამოქალაქო გვარდიამ, გაჩხრიკეს გემი, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში, პალმა დე მალიორკას პორტში, „მარინა რეალში“ იყო გაჩერებული.

სამოქალაქო გვარდიის წყაროს ცნობით, იახტა, სახელად Tango, 78 მეტრიანი გემია. ვებსაიტ Superyachtfan.com-ის ინფორმაციით, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ რეკრეაციულ გემებს აკონტროლებს, აღნიშნული გემი 120 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, იახტა იმ აქტივებს შორისაა, რომლებიც დაკავშირებულია ვიქტორ ვექსელბერგთან, მილიარდერთან, რომელიც მოსკოვში დაფუძნებულ Renova Group-ს ხელმძღვანელობს, კონგლომერატს, რომელიც ლითონებს, სამთო, ტექნიკურ და სხვა აქტივებს მოიცავს.

როგორც Sky News-ი იუწყება, ვექსელბერგს სანქციები აშშ-ის, ევროკავშირისა და ბრიტანეთის მთავრობებმა დაუწესეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა