ლევან დავითაშვილი - საქართველოს ეკონომიკის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანი ტენდენცია დაფიქსირდა

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანი ტენდენცია დაფიქსირდა.

მინისტრის თქმით, „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, თებერვლის თვეში 14.6%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. შესაბამისად, იანვარი-თებერვალი ჯამში 16.3%-იანი ზრდა გვაქვს და ეს პანდემიამდელ მაჩვენებელს 6.6%-ით აღემატება კიდეც.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, ქვეყნისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მონაცემებია, რათა წელს ზრდა დანარჩენ თვეებშიც შენარჩუნდეს და დაგეგმილი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მიღწეულ იქნას.

ამასთან, ლევან დავითაშვილის თქმით, რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის, სავაჭრო ბრუნვის და ფულადი გზავნილების კუთხით, დადებითი მაჩვენებლები დაფიქსირდა.

„ჩვენ იანვარ-თებერვალში განსაკუთრებით მაღალი გვქონდა ექსპორტი - ის 54.5%-ით გაიზარდა და 760.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ასევე მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი ფულადი გზავნილები - მან 353.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა - წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, 13%-ზე მეტით გაიზარდა. ეს მაჩვენებლები მიუთითებს იმას, რომ საქართველოში, მათ შორის, კურსი სტაბილური უნდა გვქონდეს და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, შევინარჩუნოთ, როგორც სტაბილური კურსი, ისე ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა