ედგარს რინკევიჩსი - ლატვია გაამკაცრებს დიპლომატიურ ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან

ლატვიის მთავრობამ რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი დანაშაული გახდა.

„უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილი დანაშაულების გათვალისწინებით, ლატვია გაამკაცრებს დიპლომატიურ ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან. კონკრეტული გადაწყვეტილებების შესახებ ცნობილი გახდება შიდა პროცედურების დასრულების შემდეგ“, - წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი "ტვიტერზე".

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა