მიკოლაევში დაბომბვის შედეგად 11 ადამიანი, მათ შორის ბავშვი დაიღუპა

უკრაინის ქალაქ მიკოლაევში ოკუპანტებმა ბავშვთა საავადმყოფო დაბომბეს, რის შედეგადაც იქ მყოფი ერთი ბავშვი და ერთი მამაკაცი დაიღუპნენ, - ამის შესახებ მიკოლაევის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა განაცხადა.

მისივე თქმით, კიდევ 9 ადამიანი დაიღუპა და 61 დაშავდა მას შემდეგ, რაც რუსული ძალების მიერ ნასროლი ჭურვი სავაჭრო ცენტრს მოხვდა.

„ამაში არანაირი ლოგიკა არ არის, ეს ქალაქის ცენტრია, ხალხი მხოლოდ თავის საქმეს აკეთებდა, რუსი ოკუპანტები კი „სმერჩებითა“ და „ურაგანებით“ ისვრიან. კრევეტების მსგავსი ტვინი აქვთ. მათ უნდათ პანიკის დათესვა, მაგრამ ის, რომ მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავენ, ფაქტია“, - აღნიშნა ვიტალი კიმმა.

ამასთან, ვიტალი კიმის ინფორმაციით, ოკუპანტებმა დაბომბეს ქალაქის საავადმყოფო, რეგიონალური საავადმყოფო, დაავადებათა პრევენციის ცენტრი, ბავშვთა სახლი, 11 საბავშვო ბაღი, 12 სკოლა და 1 პროფესიული სასწავლებელი.

შეგახსენებთ, რომ მიკოლაევზე შეტევა დღეს ორჯერ განახორციელეს - პირველად გავრცელდა ინფორმაცია სარაკეტო დარტყმის შესახებ, მეორედ კი - კასეტური ბომბების გამოყენების შესახებ.

22.09.2025 / 09:13

ირაკლი მელაშვილი - ანტიდასავლური ფობიები და მითები „ქართულმა ოცნებამ“ მეინსტრიმულ პოლიტიკურ გზავნილებად აქცია და ახლა ცდილობს, ეს იდეოლოგია მთელ საზოგადოებას  მოახვიოს და სახელმწიფო პოლიტიკის ქვაკუთხედად აქციოს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.09.2025
ირაკლი კობახიძე დუშეთის #2 საჯარო სკოლას ეწვია