აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ქართველი ხალხი, საქართველოს მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგას

ჩვენ ვიხილეთ, რომ ქართველი ხალხი, საქართველოს მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგას, მათ შორის მნიშვნელოვანი კენჭისყრების დროს გაერო-ში იმის საწინააღმდეგოდ, რასაც კრემლი უკრაინაში ახორციელებს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც მან უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები აყალიბებენ არხს სანქცირებული საქონლის, მათ შორის სამხედრო შეიარაღების, კონტრაბანდისთვის საქართველოს ტერიტორიის გავლით.

ამასთან, ჟურნალისტის შეკითხვაზე, რა შედეგები იქნება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ეცდებიან დაეხმარონ ბელარუსს ან რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ აშშ-მა კონკრეტული ქვეყნების დასახელების გარეშე განაცხადა, რომ ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც მოსკოვის ქმედებების ხელშეწყობას შეეცდება, შედეგები ემუქრება.

„მე არ ვარ იმ პოზიციაში, რომ არსებითად ვისაუბრო თქვენს მიერ ნახსენებ ბრალდებებზე. ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე გასულ კვირას, თუმცა ქართველ ხალხს შედარებით კარგად ახსოვს, თუ რას ნიშნავს რუსეთის აგრესია, მათ შორის რუსეთის მცდელობები, მიიტაცოს სუვერენული ტერიტორიები. ჩვენ ვიხილეთ, რომ ქართველი ხალხი, საქართველოს მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგას, მათ შორის მნიშვნელოვანი კენჭისყრების დროს გაერო-ში იმის საწინააღმდეგოდ, რასაც კრემლი უკრაინაში ახორციელებს. ჩვენ მჭიდრო კონტაქტი გვაქვს საქართველოში ჩვენს კოლეგებთან მიმდინარე სიტუაციასთან დაკავშირებით და გავაგრძელებთ მათთან მჭიდრო კონტაქტზე ყოფნას. კონკრეტულ ქვეყანაზე საუბრის გარეშე, ჩვენ განვაცხადეთ, რომ იმ ქვეყნებს, რომლებიც შეეცდებიან, მხარი დაუჭირონ კრემლის საომარ ძალისხმევას ფინანსურად ან იარაღის მიწოდებით, შედეგები ემუქრება. ისინი აღმოჩნდებიან შედეგების წინაშე სანქციების უარყოფის ან მოსკოვის ქმედებების მხარდაჭერის მცდელობისთვის,“- აღნიშნა ნედ პრაისმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა