დმიტრო კულება - მოუთმენლად ველით საქართველოს საგარეო საქმეთა ახალ მინისტრთან მუშაობას, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს სრული მხარდაჭერის იმედი გვაქვს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება საქართველოს საგარეო საქმეთა ახალი მინისტრის დანიშვნას „ტვიტერში“ ეხმიანება და იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარს დაუჭერს.

„მოუთმენლად ველით საქართველოს საგარეო საქმეთა ახლად დანიშნულ მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად მუშაობას უკრაინასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების მიზნით. რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს სრული მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, - წერს უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს