უკრაინის ვიცე პრემიერი - თუ პუტინს არ შევაჩერებთ, ეს მხოლოდ დასაწყისია იმ სისასტიკისა, რასაც მოგვიანებით აღმოვაჩენთ

უკრაინის თერთმეტი ქალაქის მერები კვლავ რუსული ძალების ტყვეობაში არიან, - ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.

„ეს აბსოლუტური სიმართლეა. ვიცით, რომ ეს მერები ტყვეობაში არიან, რუსების მიერ მძევლად აყვანილები არიან და სამწუხაროდ, არ გვიბრუნებენ. ჯერჯერობით მათ გათავისუფლებას ვერ ვახერხებთ და ვფიქრობთ, ზოგიერთი მათგანი მოკლულია“, - აღნიშნა ირინა ვერეშჩუკმა.

მისი თქმით, თუ პუტინს ახლავე არ შეაჩერებენ, კიდევ მეტი სისასტიკეა მოსალოდნელი.

„თუ ჩვენ ერთად პუტინს დღესვე არ შევაჩერებთ, ეს მხოლოდ დასაწყისია იმ სისასტიკისა, რომელსაც მოგვიანებით აღმოვაჩენთ“, - აღნიშნა ვიცე მერმა.

მან მარიუპოლში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ეს არის გენოციდი უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

„ხალხი კვდება, კვდება შიმშილით, წყურვილით, მძიმე ჭრილობებით, საჰაერო დარტყმებით, ათასობით მათგანი იღუპება. ეს არის გენოციდი უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. პუტინი ხვდება, რომ უკრაინის არმიას ვერ შეაჩერებს და ამიტომ სხვა ტაქტიკა აქვს. ის აწამებს და აუპატიურებს უკრაინელ მოქალაქეებს, ქალებს და ამას აკეთებს მისი ე.წ. მეორე არმია. ისინი იბრძვიან მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, ჩვენ კი, როგორც ჩანს, უბრალოდ უძლურები ვუყურებთ მათ“,- აღნიშნა ირინა ვერეშჩუკმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა