რაჭა-ლეჩხუმის მცირე მარნების წარმომადგენლებს პროფესიული სასწავლო კურსი ჩაუტარდათ

რაჭა-ლეჩხუმის მცირე მარნების წარმომადგენლებს პროფესიული სასწავლო კურსი ჩაუტარდათ. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ­­ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ერთკვირიანი პროფესიული სასწავლო კურსი თბილისში გაიმართა. მონაწილეებმა სხვადასხვა ტექნიკურ და საკანონმდებლო საკითხზე, მათ შორის - ეტიკეტირებაზე, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების რეგულაციებზე, სერტიფიცირებაზე, ინსპექტირებაზე, საბაჟო პროცედურებზე, ღვინის დეგუსტაციის საფუძვლებზე, საერთაშორისო შეფასების სისტემებზე WSET/OIV, მარკეტინგული ინსტრუმენტებსა და სხვაზე, ინფორმაცია დარგის სპეციალისტებისგან მიიღეს.

„აღნიშნულ საკითხების საფუძვლიანი ცოდნა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მცირე მარნების ეფექტიანად ფუნქციონირებისთვის. პროფესიული სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს სერტიფიკატები ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ მეტრეველმა გადასცა. პროფესიული სასწავლო კურსი შპს „ღვინის ლაბორატორიისა“ და შპს „ჯი ეს სერვის გრუპის“ ორგანიზებითა და ჩართულობით გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ამბროლაურში, რაჭა-ლეჩხუმის ღვინის ფესტივალი იგეგმება, რომლის ფარგლებში, რაჭა-ლეჩხუმის ღვინის საწარმოებისა და მცირე მარნების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი პროდუქცია შესთავაზონ ფესტივალზე მოწვეულ ევროპელ იმპორტიორებსა და ქართველ ექსპორტიორებს, რომლებიც რეგიონის ღვინის პოპულარიზაციით არიან დაინტერესებულნი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსეი მალაშენკო - არავინ იცის როგორ უნდა დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი, მათ შორის არც პუტინმა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.11.2022
ლევან შენგელია - მხოლოდ რუსეთის ფუნდამენტურმა დამარცხებამ უკრაინასთან და მთლიანად დასავლეთთან დაპირისპირებაში შეიძლება აგვაცილოს თავიდან ცუდი მომავალი
PSP განცხადებას ავრცელებს