„ანტიკორუფციული მოძრაობის“ ინფორმაციით, "ალტ -ინფოს" მიერ დაფუძნებულ „კონსერვატიული მოძრაობას“ 1 თვის მანძილზე თანხა საქართველოს 51-მა მოქალაქემ შესწირა

„ანტიკორუფციული მოძრაობის“ მიერ 24 თებერვალი - 24 მარტის ჩათვლით ჩატარებული დაკვირვების შედეგად, „კონსერვატიულ მოძრაობას“ თანხა საქართველოს 51-მა მოქალაქემ შესწირა.

„კონსერვატული მოძრაობის“ 51 შემომწირველიდან სამეწარმეო საქმიანობა 9 პირს - გიორგი სეთურიძეს, ზეზვა ჩანქსელიანს, ზაურ ობოლაძეს, ნოდარ ჩაკვეტაძეს, გია გულუას, სიმონ ჩაჩანიძეს, გია გოთუას და რამაზ ნოზაძეს უფიქსირდება. მათგან სახელმწიფო ტენდერები მოგებული აქვთ გიორგი სეთურიძეს, ზეზვა ჩანქსელიანს და გია გოთუას.

შემომწირველთაგან 4 ყოფილი საჯარო მოხელე ან საჯარო მოხელესთან ნათესაური კავშირის მქონე პირია. 3 მათგანი (ნიკა ქომეთიანი, არსენ ფოფხაძე და ალექსანდრე ბენდელიანი) კი ბოლო 4 წლის საერთო არჩევნებში ცენტრალურ და ქვედა საარჩევნო ადმინისტრაციაში „ქართული ოცნებას“ წარმოადგენდა.

როგორც „ანტიკორუფციული მოძრაობის“ კვლევაშია ნათქვამი, აღსანიშნავია, რომ მოქალაქეები უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის პარალელურად თანხას იმ მოძრაობას სწირავენ, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საწინააღმდეგო გზავნილებს აქტიურად ავრცელებს და სწორედ მათი ორგანიზებით ჩატარდა 2021 წლის 5 ივლისის ანტი-ლგბტ აქცია და სასტიკად გაუსწორდნენ ტვ “პირველის” ოპერატორ ლექსო ლაშქარავას, რომელიც თავდასხმიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა