ჯანდაცვის სამინისტრომ ფარმაცევტული სფეროს გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა

11 აპრილიდან ექიმი ვალდებული იქნება მედიკამენტი მხოლოდ გენერიკული დასახელებით გამოწეროს, ფარმაცევტი კი მომხმარებელს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ, გენერიკული მედიკამენტების “პოზიტიური სიიდან” სამ ყველაზე იაფ წამალს შესთავაზებს.

ამ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროში პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, “პოზიტიურ სიაში” შედის აღიარებითი რეჟიმით რეგისტრირებული მედიკამენტები; ეროვნული რეჟიმით რეგისტრირებული ფარმაცევტული პროდუქტი, რომელიც წარმოებულია საქართველოს მთავრობის N188 დადგენილებით განსაზღვრულ ქვეყნებში და საქართველოში წარმოებული მედიკამენტები.

„ფარმაცევტული სფეროს გამჭვირვალობის, მოსახლეობისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტების უზრუნველყოფის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო, ფარმაცევტულ სფეროში რეფორმას ახორციელებს.

რეფორმის შედეგად, 11 აპრილიდან ექიმი ვალდებული იქნება მედიკამენტი მხოლოდ გენერიკული დასახელებით გამოწეროს. ფარმაცევტი მომხმარებელს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ, გენერიკული მედიკამენტების “პოზიტიური სიიდან“ სამ ყველაზე იაფ წამალს შესთავაზებს. მოქალაქე კი თავად გადაწყვეტს, რომელი მწარმოებლის და რა ღირებულების მედიკამენტი შეიძინოს. სიახლე, მე-2 ჯგუფის ფარმაცევტულ პროდუქტს შეეხება.

„პოზიტიურ სიაში” შედის: აღიარებითი რეჟიმით რეგისტრირებული მედიკამენტები; ეროვნული რეჟიმით რეგისტრირებული ფარმაცევტული პროდუქტი, რომელიც წარმოებულია საქართველოს მთავრობის N188 დადგენილებით განსაზღვრულ ქვეყნებში; საქართველოში წარმოებული მედიკამენტები. სხვა მედიკამენტებისთვის “პოზიტიურ სია”-ში მოსახვედრად კი საჭიროა, GMP სერტიფიკატისა და ბიოექვივალენტობის (in vivo მეთოდით) ჩატარებული კვლევის შედეგის წარმოდგენა.

აღსანიშნავია, კომბინირებული, ვიწრო თერაპიული ინდექსის მქონე და სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული მედიკამენტები წარმოადგენს გამონაკლისს და მათზე გენერიკული რეცეპტი არ გამოიწერება.

სამოქმედო გეგმა, ჯანდაცვის სამინისტრომ, კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაციების, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების, ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების ჩართულობითა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შეიმუშავა.

11 აპრილიდან, ცვლილებები შეეხება ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოწერის წესსაც. ფორმა N2 რეცეპტი მატერიალური სახით (ქაღალდზე) აღარ გაიცემა და მისი გამოწერა მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება.

ფარმაცევტული სფეროს გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად შექმნილი სამოქმედო გეგმა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ჯანდაცვის კომიტეტის და სპეციალურად შექმნილ სამუშაო ჯგუფის წევრებს უკვე გააცნო. ჯანდაცვის კომიტეტმა და მოწვეულმა სტუმრება სამოქმედო გეგმა დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ცვლილებები ფარმაცევტულ ბაზარს უფრო გამჭვირვალეს გახდის, ხოლო ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ფარმაცევტული სფეროს გამჭვირვალობის, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტების უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, 1-ელი მარტიდან ქვეყნის მასშტაბით, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ყველა დაწესებულება და ექიმი ვალდებულია, მეორე ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტი გამოწეროს მხოლოდ ელექტრონულად, ფორმა №3 რეცეპტის საშუალებით“, - აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა