დავით უსუფაშვილი - ხელისუფლებამ ისიც კი ვერ ამოთქვა, რა სანქციებს ვართ რეალურად შეერთებული, ისიც ვერ თქვა, რომ პირველები ვიყავით, ვინც დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა რუსეთთან - ესეც ვერ მიიტანეს მსოფლიომდე

სამწუხაროდ, არ ველი კარგ დასკვნებს იმ ფონზე, რაც ბოლო წლებში მოხდა საქართველოში, მარტო შარლ მიშელის დოკუმენტის დახევა და გადაგდება რად ღირს, - ასე ეხმიანება „ლელოს" დეპუტატი დავით უსუფაშვილი ჟურნალისტებთან ევროპარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები საქართველოში არ აღძრავს ენთუზიაზმს ევროკავშირში საქართველოს დემოკრატიისა და ინტეგრაციის მზაობის ხარისხზე.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი უწყების დასკვნა, რომელსაც ევროპარლამენტი უმეტეს შემთხვევაში პრაქტიკულად იზიარებს ხოლმე. მე სამწუხაროდ, არ ველი კარგ დასკვნებს იმ ფონზე, რაც ბოლო წლებში მოხდა საქართველოში, მარტო შარლ მიშელის დოკუმენტის დახევა და გადაგდება რად ღირს, როცა საქართველო წარმოჩნდა ისეთ ქვეყნად, რომელსაც ვერ აუწყვია შიდა საქმეები და შარლ მიშელის ვიზიტები ხდება საჭირო, რომ ელემენტარულ რეფორმებზე შევთანხმდეთ ხოლმე აქ, მერე ამდენი წვალების შემდეგ მიღწეული შეთანხმება, რომელიც ხელისუფლებამ მარტივად გადააგდო, გავიხსენოთ უარი ევროკავშირისგან კრედიტზე, ეს ყველაფერი ევროკავშირში არ აღძრავს ენთუზიაზმს ჩვენი დემოკრატიის ხარისხსა და მზაობის ხარისხზე. თუმცა, ბოლო ტრაგიკულმა მოვლენებმა გააჩინა სერიოზული ფანჯარა და ამაზე საჭიროა სერიოზული მუშაობა. მარტო განაცხადის გაგზავნა არაფერს ნიშნავს, მოქმედებებით უნდა დადასტურდეს, რომ საქართველო მიჰყვება ევროპულ პრინციპებს და ღირებულებებს",- განაცხადა უსუფაშვილმა.

დეპუტატი ასევე გამოეხმაურა დოკუმენტში სანქციების თაობაზე არსებულ ჩანაწერს და აღნიშნა, რომ საქართველომ ამ საკითხთან დაკავშირებით თავის არაკვალიფიციურობით წააგო პირველ რიგში მსოფლიო მასშტაბით. უსუფაშვილის განცხადებით, ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი ზიანდება და ეს მას არ სიამოვნებს, მიუხედავად იმისა, თუ რა წარმოდგენა აქვს მთავრობაზე.

„ისიც კი ვერ ამოთქვა, თუ რა სანქციებს ვართ რეალურად შეერთებული და ისიც ვერ თქვა, რომ პირველები ვიყავით ვინც დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა რუსეთთან და ასეთ მძიმე დღეში ვართ, ესეც ვერ მიიტანეს მსოფლიომდე, ვერ ახსნეს, რომ თუ რაიმე სანქციაზე უარის თქმა იყო აუცილებელი, რომ ერთადერთი პოზიცია კი არ გვაქვს - არა სანქციებს, არამედ ბევრი რამ გვაქვს კიდევ,"- განაცხადა უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულებას ეხება და 2020-2022 წლებს მოიცავს. ანგარიშის თანახმად, 2020 წლიდან საქართველომ სერიოზულად დაიხია უკან დემოკრატიული პრინციპებისა და იმ ძირითადი პოლიტიკური ვალდებულებების კუთხით, რომლებიც მან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აიღო.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „მკვეთრი პოლიტიკური პოლარიზაციის კონტექსტში, დემოკრატიული ინსტიტუტები თანდათან კარგავენ საკუთარ არსს და მმართველი კოალიცია სულ უფრო მეტად ახორციელებს ძალაუფლებას ხელში ჩაგდების კონცენტრირებას, ამასთანავე ზღუდავს სივრცეს განსხვავებული აზრისთვის“. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობა მნიშვნელოვნად გაუარესდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა