ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის პრესსპიკერის თქმით, ლაიენი მიმდინარე კვირას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად კიევში გაემგზავრება, - ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი" ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ლაიენთან ერთად, ვიზიტისას ევროკავშირის უმაღლესი რანგის დიპლომატი ჯოზეფ ბორელიც იქნება. ისინი კიევს შაბათს, ვარშავაში გასამართი ღონისძიების წინ ეწვევიან.