“თიბისი“ ტექნოლოგიურ სესიებს იწყებს

„თიბისი“ტექნოლოგიური შეხვედრების სესიას იწყებს, რომლის მიზანიც ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანების გაერთიანება, მათთვის უახლესი ინფორმაციისა და ტრენდების გაცნობაა. ინფორმაციას ამის შესახებ „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტექნოლოგიურ სესიებზე მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები სხვადასხვა ტექნოლოგიურ თემაზე ისაუბრებენ.

„თიბისის“ ინფორმაციით, ტექნოლოგიური სესიები Zoom-ის პლატფორმის დახმარებით ჩატარდება და ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი იქნება. სესიები ერთგვარი პლატფორმა იქნება, რომელიც ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს გააერთიანებს.

„თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, მუდმივად ტექნოლოგიური სიახლეების ავანგარდში იმყოფება, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას ყოველდღიურად ცვლიან და ამარტივებენ. ამ პლატფორმის საშუალებით გვსურს, ტექნოლოგიების დარგში უახლესი საერთაშორისო გამოცდილება შემოვიტანოთ და დაინტერესებულ ადამიანებთან ერთად, ტექ-სამყაროსთან უწყვეტ რეჟიმში ვიყოთ“, - აღნიშნა „თიბისის“ ტექნოლოგიური მიმართულების ლიდერმა, ბიძინა მაცაბერიძემ.

მათივე ცნობით, პირველ ასეთ სესიას 6 აპრილს 18:00 საათზე ჩაატარებს უდი დაჰანი, რომელიც მსოფლიოში ცნობილია, როგორც Service-Oriented Architecture და Domain-Driven Design ექსპერტი და NServiceBus-ის შემქმნელი.

მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ ლინკზე: https://link.tbc.ge/3iHYAsM

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო